"ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში ბიჭი დაიბადა" - რას ამბობს ექიმი, რომელმაც ქალი ამშობიარა - კვირის პალიტრა

"ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში ბიჭი დაიბადა" - რას ამბობს ექიმი, რომელმაც ქალი ამშობიარა

ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში ბიჭი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

"ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში ბიჭი დაიბადა. ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.

ექიმ ქრისტინა დანელიას თქმით, ბიჭუნა რამდენიმე წუთში დაიბადა.

"ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ბევრჯერ დაგვიბრუნებია სიცოცხლე, ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, თანაც შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა - შეუდარებელია".

ვულოცავ ახალშობილის ოჯახის წევრების ამ ბედნიერ წუთებს. ჩვენს ექიმს - ქრისტინა დანელიას, ექთანს - ციური ჯანჯღავას და მძღოლს, რაფიელ ჭანტურიას, მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!" - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

წყარო