"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - რას ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა.

"ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, სანამ გამოძიების შედეგები არ დაიდება, ვერავითარ ახალ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯერჯერობით ვენდობით გამოძიებას და ძალიან ვთხოვთ, როგორც საკუთარმა მშობლებმა და ახლობლებმა ისე გამოიძიონ," - განაცხადა ოჯახის ახლობელმა ნანი ბალახაძემ.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი გოდერძი ოთარაშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა.

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ არ მჯერაო და როგორ შეიძლება მოძღვარს არ დაუჯერო, მითუმეტეს თამარზე", – განაცხადა მან.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"