"თავისი სურვილი იყო, ბავშვთა სახლში წაეყვანათ" - რას ამბობს 15 წლის მოზარდის და? - კვირის პალიტრა

"თავისი სურვილი იყო, ბავშვთა სახლში წაეყვანათ" - რას ამბობს 15 წლის მოზარდის და?

15 წლის მოზარდის ნინო ჯარიაშვილის დის განცხადებით, მოზარდი, საკუთარი ნებით, ბავშვთა სახლში წაიყვანეს.

როგორც მოზარდის დამ "პალიტრანიუსს" განუცხადა, მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია.

"სახლში არ დაბრუნებულა, თავისივე ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. არანაირი მოტივი არ ჰქონია, თავისი სურვილი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდა თავისუფლება და არ შეეძლო ის ეკეთებინა, რაც 15 წლის ბავშვისთვის არ შეიძლებოდა. ოჯახში უშლიდნენ, 15 წლის ბავშვს არავინ გააკეთებინებს იმას, რაც არ არის საჭირო. ბავშვია და ასეთი გადაწყვეტილებით ვერ ხვდება რას აკეთებს. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ღამის სამ საათზე იპოვა პოლიციამ. ბავშვია და არ იცის რას აკეთებს", - განაცხადა მოზარდის დამ.

თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა.