პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქათამი გახდა - კვირის პალიტრა

პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქათამი გახდა

პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ქათამი გახდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მატნელმა ახალგაზრდებმა საავტომობილო გზაზე ქათამი გაიტანეს, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

მატანელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, სხვა შემთხვევაში კი პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირება ამოწურულია. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეთანხმდნენ, რომ მომხდარზე შემდგომშიც იქნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

"ჩაწყნარდა სიტუაცია, დაძაბულობა აღარაა. შევთანხმდით, ჩვენი ახალგაზრდებიც დავიყოლიეთ. შეხვედრა გვექნება და მოვაგვარებთ ამ საკითხს", - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

შეგახსენებთ, პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი მატნელი ახალგაზრდების მიერ გზაზე ავტომობილით ქათმის გატანა გახდა. ამის შემდეგ ქისტებმა მატნელი ახალგაზრდები სცემეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. დღეს ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"