თბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში ავტომობილი ხეს შეეჯახა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.

"ინტერპრესნიუსი"