კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა - კვირის პალიტრა

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც"ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ბავშვი უკვე გაწერეს და დედასთან ერთად კარანტინში იმყოფება.

"კორონავირუსისგან განიკურნა და მისი მდგომარეობა აბსოლუტურად კარგია. დედასთან ერთად გადის კარანტინს", - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

შეგახსენებთ, 10 თვის ბავშვს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 15 ივლისს დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"