კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია

კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს""მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის", ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულ მედიკოსთან ცვლაში მომუშავე პერსონალი კარანტინშია გადაყვანილი.

"მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. შესაბამისად, მის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში. ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილი იქნა ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე.

ჩატარებულია დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა განახლებული სპეციალისტებით. კლინიკა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას",-განუცხადეს "ინეტრპრესნიუსს" კლინიკაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 5-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს.