დაჭრილია ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა - რა მოხდა ქობულეთში? - კვირის პალიტრა

დაჭრილია ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა - რა მოხდა ქობულეთში?

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დეტალები უცნობია, დაჭრილია ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა.

ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მათივე თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სახლში აგრძელებს მკურნალობას.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა. 40 წლამდე მამაკაცი იყო, რომელიც კლინიკიდან მალევე გავწერეთ", - განაცხადეს ქობულეთის კლინიკაში

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"