რას აცხადებს კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ამირან გამყრელიძე?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია, ან ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება. 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

"14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პესრნალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"