საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გახელაძის იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"დიახ, გიდასტურებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება, ის გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.

"ინტერპრესნიუსი"