რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია - კვირის პალიტრა

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო უცნობია

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანა, მას მომატებული ტემპერატურა აღენიშნენებოდა.

"პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ტესტი მეორედ გადამოწმდა და ,,კოვიდ-19“ დადასტურდა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე უცნობია 87 წლის ქალის ინფიცირების წყარო.