ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო ე.წ. პარლამენტარები და აპარატის თანამშრომლები კოვიდ 19-ზე ტესტს ჩაიტარებენ.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 63 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 პაციენტი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"