მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.