საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"