ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი? - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი?

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

"ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით",- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"