"ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი" - კვირის პალიტრა

"ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი"

რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი, საქართველოში დაბრუნებულიყო

ლევან მაყაშვილი პირველი ქართველი მებრძოლია CFFC -სა და UFC-ში. ბევრ წარმატებასთან ერთად, იყო რთული დღეებიც, თავდაუზოგავად შრომობდა, დასახული მიზნისთვის რომ მიეღწია. 31 წლისაა და მის ანგარიშზე 16 გამარჯვება და 3 წაგებაა. თვლის, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია შრომა, შემართება და მებრძოლი სული. ჰყავს 2 შვილი - 4 და 3 წლის ბიჭები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"საქართველოს მასშტაბით ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და არც ერთი ბრძოლა არ წამიგია, ამიტომ გადაწყდა ჩემი ამერიკაში წასვლა, ჩემს ორ მეგობართან ერთად. ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე შეჯიბრება გვქონდა, აკლიმატიზაციაც კი ვერ მოვასწარით. ძალიან რთული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვე და ქამარი ავიღე. 2 ქამრით დავბრუნდით საქართველოში..."

"მოგვიანებით ამერიკაში დავბრუნდი, რადგან საქართველოში არ იყო განვითარების ისეთი პერსპექტივა, როგორიც ამერიკაში. რთულია, ემიგრანტის სტატუსს მოერგო. მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა დამჭირდა. ოთხი ქართველი ვიბრძოდით UFC-ში და მათგან პირველი მე ვიყავი, რომელმაც დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია..."

"ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ქართველი და ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არც კი მიფიქრია სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი... 30 ქართველთან ერთად დამაკავეს, ერთი დიდი გაუგებრობა იყო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სპორტის გარდა, არანაირი ინტერესი არ მაქვს და მით უმეტეს, ქურდულ სამყაროსთან არ მაქვს კავშირი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე