"თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ..." - რის გამო უხდის ანიტა ფაცაციას დედა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას?
"თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ..." - რის გამო უხდის ანიტა ფაცაციას დედა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას?
პატარა ანი­ტა ფა­ცა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის წინ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო. გო­გო­ნას, რო­მელ­საც გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულშემატკივრობდა.

სამ­წუ­ხა­როდ, 2 წლის ანი­ტა ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც ანი­ტას დედა მა­რი­კო სად­რა­ძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ის შს მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უწყე­ბა­ში და­საქმდა.

"ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ყუ­რა­დღე­ბა ისე­თი დო­ზით მი­ვი­ღე, რომ თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ, კი­დევ სულ სხვა შეგ­რძნე­ბაა, როცა, იგებ, რომ შენ­თვის სრუ­ლი­ად
უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, შენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ფიქ­რო­ბენ და ზრუ­ნა­ვენ შენ­ზე, ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბის ფერ­ხულ­ში ჩაბ­მა­ში ამო­გიდ­გნენ გვერ­დში.

ამ ზრუნ­ვის შე­დე­გად აღ­მოვ­ჩნდი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში - გა­რე­მო­ში, სა­დაც, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი უცხო უნდა ყო­ფი­ლო­ყო, მაგ­რ
ამ სა­თი­თა­ოდ ყვე­ლამ ოჯა­ხის წევ­რი­ვით მი­მი­ღო და ჩა­მი­ხუ­ტა გულ­ში. მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და პი­რა­დად მი­ნისტრს ამ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის!

გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მინ­და ნინო გიორგობიანის როლი გა­მოვ­ყო. ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე სა­ოც­რად სა­მარ­თლი­ა­ნი და საქ­მის­თვის მებ­რძო­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა და რომ­ლის სი­კე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, ახალ ოჯახ­ში ჩემი შე­ბი­ჯე­ბა.

იმე­დი მაქვს, შევ­ძლებ და ამ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბე­ლი ზრუნ­ვის, გვერ­დში დგო­მი­სა და სი­კე­თის სა­პა­სუ­ხო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­ვუბ­რუ­ნებ ოჯახს, რო­მელ­მაც ასე თბი­ლად, მი­მი­ღო" - წერს მა­რი­კო სად­რა­ძე.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები