"თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ..." - რის გამო უხდის ანიტა ფაცაციას დედა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას? - კვირის პალიტრა

"თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ..." - რის გამო უხდის ანიტა ფაცაციას დედა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას?

პატარა ანიტა ფაცაცია რამდენიმე თვის წინ მთელმა ქვეყანამ გაიცნო. გოგონას, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა და გადარჩენისთვის იბრძოდა, მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

სამწუხაროდ, 2 წლის ანიტა ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ანიტას დედა მარიკო სადრაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ის შს მინისტრის გადაწყვეტილებით უწყებაში დასაქმდა.

"ამ თვეების განმავლობაში, ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ, კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა, იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები, შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.

ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში - გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილოყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!

განსაკუთრებით კი, მინდა ნინო გიორგობიანის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა, ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.

იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად, მიმიღო" - წერს მარიკო სადრაძე.

წყარო