"ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს.

"მონაცემები მოწმობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის განმავლობაში ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს. ჩვენ ეს ადრე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ - ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმაც, როგორც სხვა ყველამ, უნდა მიიღონ იგივე სიფრთხილის ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი მატების განმსაზღვრელი იყოს.

"ინტერპრესნიუსი"