"ტანჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი, სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
"ტანჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი,  სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კობა და­ვითშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის. მას  ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს.

და­ვი­თა­შვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დაავადებამ თავი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერიდან იჩინა, როცა მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი თავს და­ესხნენ, სას­ტი­კად სცე­მეს და სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი "ფეიბუქის" პირად გვერდზე წერს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს უამ­რავ­მა ა
და­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, მე კი პირ­ვე­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თი­თა­ოდ ვერ გი­თხა­რით მად­ლო­ბა და პოსტზეც კი ვერ დავ­სვი მო­წო­ნე­ბის ნი­შა­ნი. ეს იმი­ტომ მოხ­და რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და ექიმ­თან ვერ წა­ვე­დი უსახ­სრო­ბის გამო.

მაგ­რამ წინ უფრო ცუდი დღე­ე­ბი მე­ლის. საქ­მე ისაა რომ ჩემი (ბეხ­ტე­რე­ვის) და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­და­ვად­დეს აღ­სას­რუ­ლი პრე­პა­რატ "რე­მი­კე­ი­დის" ორ თვე­ში ერთხელ გა­დას­ხმით, რო­გორც
ინ­სუ­ლი­ნის ინექ­ცია კი ვერ კურ­ნავს, მაგ­რამ ავა­დებს დი­ა­ბე­ტის შე­დე­გე­ბის დად­გო­მას. ოღონდ ინ­სუ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით რე­მი­კე­ი­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და მისი 1 გა­დას­ხმა 1000 აშშ დო­ლა­რი ჯდე­ბა.

ანუ თუ არ მექ­ნა თვე­ში 500 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც, ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი. მე კი მარ­ტში სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. ერთი გა­დას­ხმის ფული მე­რი­ამ ჩა­მი­რი­ცხა, მე­სა­მე­დი ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (დიდი მად­ლო­ბა მათ) ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვე­რა­ფე­რი ჩა­მი­რი­ცხა არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც ბევ­რი ხარ­ჯი აქვს.

მე მეს­მის, რომ ყვე­ლას უჭირს და დალ­ხი­ნე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თუკი ამ დღე­ში თა­ვად სა­ხელ­მი­ფომ ჩა­მაგ­დო (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით) განა სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა რომ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღოს (ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით).

მეს­მის რომ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­ხა­სი­ა­თებს მწა­რე სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი, ვერ ვუ­წო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რიც ამი­ტომ დავ­რჩი, მაგ­რამ ნუთუ ჩემ ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ერთი ჩემ­ნა­ი­რი ენამ­წა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ამო­ი­ღებს ხმას, როცა თით­ქმის ყვე­ლა სდუმს და ოპო­ზი­ცია კი კი­დევ უფრო უა­რე­სის მომ­ხრეა?ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, მაგ­რამ უკი­დუ­რეს­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მა­ი­ძუ­ლა. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, მე­გობ­რე­ბო, რომ ად­რე­სა­ტე­ბამ­დე მი­ვი­დეს" - წერს და­ვი­თაშ­ვი­ლი.



antibneleti
02 აგვისტო 2020 01:49
მერე, მიმართე ბიძინას, შენ ხომ მის მოყვანაში დიდი წვლილი მიგიძღვის?! გაღარიბებულ-გაღატაკებულ მოსახლეობას რატომ მიმართავ?
01 აგვისტო 2020 19:34
სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს მაგრამ უპრიანი იქნება ნაციონალების პარტიას დააკისრონ მისი მკურნალობი ხარჯები და არამარტო მისი არამედ მათი მიზეზით ყველა ჯანმრთელობა შერყეულის.
nino
01 აგვისტო 2020 19:13
იქნებ ყოფილმა თანამშროომლებმა --პარლამენტარებმა რაგაც ცცოტა ტანხა მოიკონ და დაეხმარონ. ტუ ყველ ტავის ტავზე ფიქრბს??? როცა ოპოზიციაში იყო აგანელიე წუხდა წამლები ძირია საქარტველოშიო. კიდევ უფრო გაძვირდა ,,ბატონო'' დავით

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები