"თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი... არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო?
"თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი... არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო?
ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში პი­თო­ნი და­ი­ჭი­რეს. ინ­ფორ­მა­ცია მათ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გად იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც პი­თო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­აც კი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­თო­ნი მე­პატ­რო­ნეს ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზი­ი­დან გა­ექ­ცა.

"გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და:

- პი­თო­ნი გა­მექ­ცა, და­მეხ­მა­რეთ.

ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რი იბ­ნე­ვა, სთხოვს კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­როს რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა
ესა­ჭი­რე­ო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლად ორი ეკი­პა­ჟი გა­დის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა რის­კის წი­ნა­შე იდგა თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი. პი­თო­ნი მახ­რჩო­ბე­ლა­სებ­რი, მტა­ცე­ბე­ლი გვე­ლე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ცხა­დია არა­ვის ვუ­სურ­ვებთ მის "სტუმ­რო­ბას".

ბო­ლომ­დე გვი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, რომ ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის
დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რი­გით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, საფრ­თხე ჩვენს მაშ­ველ ბი­ჭებ­საც ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თაც ფაქ­ტი­უ­რად "თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლებს" მო­უ­წი­ათ ბრძო­ლის ველ­ზე გას­ვლა. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ­ცერ­თი წამი არ გვი­ფიქ­რია უკან დაგ­ვე­ხია, ბოლო წუ­თამ­დე შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რეთ ჩვენს ქა­ლაქს, ჩვენს თბი­ლი­სე­ლებს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და "გრძე­ლი ღა­მეც" და­ი­წყო. და­ვან­გრი­ეთ მრა­ვა­ლი კე­დე­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია ავე­ჯი­სა და ნივ­თე­ბის­გან ფან­რის შუქ­ზე თით­ქმის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი კუ­თხე, არც კუნ­ჭუ­ლი და მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვეც" გა­მო­ვი­ჭი­რეთ. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ცო­ტა­თი ამა­ყე­ბიც დავ­ბრუნ­დით ბა­ზა­ზე, წინ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. (წყარო)
ზურა
01 აგვისტო 2020 17:36
ამბის გადმოცემის სტილმა გამახსენა დიდი ხნის დავიწყებული საბჭოთა ჟურნალისტიკის მანერა და განუმეორებელი მხატვრულ-აბსურდული გადმოცემა ჩბეულებრივი,უბრალო ამბისა.თითქოს ხმაც (გახმოვანება) კი მომესმა! ამას ჰქვია''ნაბიჯი წინ,ორი ნაბიჯი უკან" . ვის სჭირდება ასეთი სიყალბე?
Patriot
01 აგვისტო 2020 14:18
დავიჯერო ვერ ხვდებით რამდენად სასაცილო სიტუაციაა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები