"ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან შე­მო­მეხ­მი­ან­ნენ და სამ­სა­ხურ­შიც აღ­მად­გე­ნენ" - რას წერს კობა დავითაშვილი, რომელიც მკურნალობისთვის დახმარებას სახელმწიფოს სთხოვდა - კვირის პალიტრა

"ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან შე­მო­მეხ­მი­ან­ნენ და სამ­სა­ხურ­შიც აღ­მად­გე­ნენ" - რას წერს კობა დავითაშვილი, რომელიც მკურნალობისთვის დახმარებას სახელმწიფოს სთხოვდა

კობა დავითშვილი, რომელიც მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ძველ სამსახურში აღადგინეს. დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმდა. პოლიტიკოსს კობა დავითაშვილს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. იგი დარწმუნებულია, რომ დაავადება  ცბონილი მოვლენების დროს მიღებული ტრავმების შედეგად განუვითარდა, როცა მიტინგზე სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ ვერ მკურნალობდა ფინანსური პრობლემების გამო:

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

როორც აღმოჩნდა, აღნიშნული პოსტის გასაჯაროვებიდან მალაევე გამოჩდნენ მისი დახმარების მსურველები:

"ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!" - წერს კობა დავითაშვილი.

წყარო