"პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი" - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს - პატრიარქი.

როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.

"პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.