ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკაში უმაღლესი ქულა აიღო - კვირის პალიტრა

ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკაში უმაღლესი ქულა აიღო

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მათემატიკაში დღეს გახდა ცნობილი, აბიტურიენტებს აღნიშნული საგანი მაქსიმალური 59 ქულის მოპოვების შანსს აძლევდათ, გადასალახი მინიმალური ზღვარი კი 12 ქულა იყო.

როგორც აბიტურიენტები ამბობენ, საკმაოდ რთული იყო მათემატიკის გამოცდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ უმაღლესი - 59 ქულა აიღო ერთმა კომაროველმა გოგონამ და ასევე ჩვენმა რესპონდენტმა - ზუკა შაყულაშვილმა.

- კერძო სკოლა "ბრიტანიკაში" ვსწავლობდი. ცალკე რეპეტიტორთან არ მივლია, ჩემი სკოლის მასწავლებელი მამზადებდა მთელი წელი. სხვებს თუ დავუჯერებთ, კარგი მოსწავლე ვიყავი. გარდა ამისა, დაწყებითი კლასებიდან შემიყვარდა მათემატიკა. რამდენიმე

წელი კომაროვის "შაბათის სკოლაში" და "საღამოს სკოლაშიც" დავდიოდი.

- ელოდი, რომ უმაღლეს ქულას აიღებდი?

- მეგონა, 1 ქულა მაინც დამაკლდებოდა. ჩემი აზრით, წინა წელთან შედარებით ბევრად რთული არ იყო, ცოტა - შეიძლება. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ განაგრძეთ კითხვა