საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს.კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.