3 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

3 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.