"9-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გახ­და დედა და ახლა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და" - თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"9-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გახ­და დედა და ახლა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და" - თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მშობიარობის შედეგად 41 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს კლინიკა "ჰერაში" მოხდა. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი თამუნა მინაშვილი ტყუპებზე იყო ორსულად.

მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. ახალშობილები გადარჩნენ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ქალის ახლობელმა უთხრა, ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

"თავზარდაცემულია ოჯახი, გარდაცვალების მიზეზი ჯერ არავინ იცის. თამუნას სხვა შვილები არ ჰყავდა. 9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ახლა ეს საშინელება მოხდა. ბავშვები კარგად არიან, ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. გაგრძელება