"მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი" - კვირის პალიტრა

"მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი"

ძალიან კარგად ვიცი, რომ მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან კოალიციურ მთავრობაში კონკრეტული თანამდებობების დაკავების შესახებ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას თანამდებობებთან დაკავშირებით "ამბიცია ვერ ექნება“ და მთავრობაში ყოფნის სურვილი არ აქვს.

"მეცინება ხოლმე, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, ძირითადად, ეს ახალბედა პოლიტიკოსებს სჩვევიათ, ამბობს , რომ ბურჯანაძეს ამბიციები აქვსო. მე ამბიცია ვერ მექნება, რადგან ორჯერ პრეზიდენტი, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი. ამბიცია იმას აქვს, ვინც არსად ყოფილა და უცებ პრეზიდენტობა, მინისტრობა და ასე შემდეგ უნდა. საკმარისი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, რომ მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში ისეთი ძალით ვიყო წარმოდგენილი, რომ რეალური გავლენა მოვახდინო პოლიტიკის კეთებაზე. სულაც არაა აუცილებელი და არც სურვილი მაქვს, რომ მთავრობაში ვიყო წარმოდგენილი“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ: "გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა, რა თქმა უნდა, გოგოს სამივე ბიჭი გამოესარჩლა...ჟვანია მთვრალი იყო" - რა დეტალებს ყვება გოგი თოფაძე?

"ინტერპრესნიუსი"