"ნუ გა­და­იყ­ვა­ნენ ოჯახს ჭკუ­ი­დან, ყვე­ლა­ფერს აქვს ზღავ­რი" - ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვეა კომაშია - კვირის პალიტრა

"ნუ გა­და­იყ­ვა­ნენ ოჯახს ჭკუ­ი­დან, ყვე­ლა­ფერს აქვს ზღავ­რი" - ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვეა კომაშია

AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს და 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია, 25 წლის ნათია ცირეკიძეა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა ხერხემლის პპრობლემებს უჩიოდა, რის გამოც 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. მას ერთი თვის შუუალედით ორი ოპერაცია ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

"უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, მაგრამ რომ აცხადებს ზოგიერთი უდანაშაულოები არიანო, რეგულირების სააგენტოს დოკუმენტზე რას იტყვიან?!

ხომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება. თქვენ რომ ჟურნალისტმა ჩაატაროთ ოპერაცია არ დაისჯებით?! 20 თვეა ანგელოზივით გოგო კომატოზურ მდგომარეობაშია. წევს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. საოცარი გოგონაა. წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ყველაფერი.

ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ხერხემალმა შეაწუხა და მიმართა ამ სამედიცინო დაწესებულებას. ფაქტია , რომ არასწორად ჩაუტარეს ოპერაცია, რადგან ეს გოგონა კომაშია ახლაც. ნუ გადაიყვანენ ოჯახს ჭკუიდან, ყველაფერს აქვს ზღავრი. ისედაც 20 თვეა ასეთ მდგომარეობაში უყურებენ ამ გოგონას" - გვეუბნება ადვოკატი.

იმას, რომ ბრალდებულ პირებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება არ გააჩნდათ, AMBEBI.GE -სთან ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ინგა პაიჭაძე.

"საკითხის შესწავლა დავიწყეთ პაციენტის მშობლის მომრთვის საფუძველზე, 2018 წლის აპრილში, საქმის მიმდინარეობის პროცესში ასევე შემოვიდა მომართვა პროკურატურისგან. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება ორჯერ. ორივე შემთხვევაში პაციეტს ქირურგიული დახმარება გაეწია უცხოეთის მოქალაქე პირის მიერ, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერთიფიკატს ქირურგიულ საქმიანობაში. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე:ვინ არიან დაკავებული ექიმები, რომელთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, კომაში მყოფი გოგონას მდომარებას უკავშირდება