თბილისში "კამაზის" ტიპის ავტომობილი 80 წლამდე ქალს დაეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში "კამაზის" ტიპის ავტომობილი 80 წლამდე ქალს დაეჯახა

თბილისში, საბჭოს მოედანზე "კამაზის" ტიპის ავტომობილი 80 წლამდე ქალს დაეჯახა.

დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ქალს ქვემო კიდურების ტრავმა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"