"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა"
"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა"
თბილისის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

"მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე
დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.

"როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის
მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.

ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.

ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები