"ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო უტყუარი მტკიცებულება, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებს, ოპერაციის პერიოდში ლიცენზია არ ჰქონდათ"
05-08-2020
"ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო უტყუარი მტკიცებულება, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებს, ოპერაციის პერიოდში ლიცენზია არ ჰქონდათ"
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი, მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებს ოპერაციის გაკეთების დროს შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დღეს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის სასამართლო პროცესი იმართება.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებს.

„ორი წელია დაზარალებული ნათია ცირეკიძე კომატოზურ მდგომარეობაშია. მშობლები განადგურებულები არიან. მივესალმები, სახელმწიფო ბრალდებას, რადგან ბრალი წაუყენა იმ უკანონო ქმედებიდან
გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო დასკვნა, სადაც ადასტურებს, რომ სწორედ იმ პირებს, ბატონ ყიფიანს, ლობჟანიძეს, ხოჭოლავას, ყველას დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან მათ არ გააჩნდათ ლიცენზია. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო უტყუარი მტკიცებულება, რომ ოპერაციის პერიოდში მათ ლიცენზია არ ჰქონდათ. ახლა თუ გაჩნდა ლიცენზია, ისმის კითხვა,
საიდან აღმოჩნდა დღეს, რა ხრიკებით, მე ვერ დავკონკრეტდები.

ძალიან მნიშვნელოვანია და დაცვის მხარის მხრიდან გაჟღერდა, რომ ამ ოპერაციის შემდგომ, დაახლოებით 40 ოპერაცია ჩატარდა. შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგა იმ 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმედს ვიტოვებ, მოსამართლე მტკიცებულებების საფუძველზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ პირებს პატიმრობაში დატოვებს“,-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?