როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიულოცეს დაბადების დღე ოჯახის წევრებმა?
როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიულოცეს დაბადების დღე ოჯახის წევრებმა?
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ ოჯახის წევრები სოციალური ქსელის საშუალებით აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას. დღეს მას 44 წელი შეუსრულდა და როგორც მისი მეუღლე ანა ჯაბაური წერს ოჯახს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს:

"ცოტნე 44...ისევ ბრძოლაში... მაგრამ ოპტიმისტურად"- წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში და პოსტს თან ფოტოს ურთავს:


ძმას იუბილე მიულოცა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კონსტანტინე გამსახურდიამაც:


"დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!

უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების
პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს, ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

06 აგვისტო 2020 12:54
ღმერთი იყოს მისი მფარველი
lela
06 აგვისტო 2020 08:21
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები