"ჯაბა 12 წელია, კომაშია... დედამისს თვალებით ახვედრებს, რა უნდა..."
"ჯაბა 12 წელია, კომაშია... დედამისს თვალებით ახვედრებს, რა უნდა..."
მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება: 12 წელია, ჯაბა კომაშია. მომღერლის დედამ ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა. შარშან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი - ჯაბას 80 წელს გადაცილებული ბებია (რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად, სუპერმარკეტებთან მოწყალებას ითხოვდა) ავტოკატასტროფას ემსხვერპლა... ჩვენ მომღერლის ოჯახის ახლობელი დაგვიკავშირდა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯაბა ბოჯგუას ამბავი შეახსენოს და თხოვნით მიმართოს...

გთავაზობთ ამონარიდებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ვცდილობთ, ჯაბა სცენაზე დავაბრუნოთ, ვწვალობთ, ხალხს დახმარებას ვთხოვთ, რომ
რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს. 12 წელია, კომაშია..."

"დღემდე ემიგრანტების წყალობით მოვიდა, მაგრამ პანდემიამ მსოფლიოზე ძალიან ცუდად იმოქმედა და გლობალური კრიზისი გამოიწვია. ამის გამო, ახლა ყველას თავისი პრობლემა აქვს. ჯაბასთვის სათანადო დახმარების გაწევა ვეღარ ხერხდება. მე და ქალბატონი მანანა პოსტებს ყოველდღე ვაქვეყნებთ, რომ ემიგრანტებს ჯაბა შევახსენოთ,
მაგრამ მათაც თავიანთი გასაჭირი აქვთ. რომ არ უჭირდეთ, სხვა ქვეყანაში ხომ არ გადაიხვეწებოდნენ?.."

"ქალბატონი მანანა სახლსაა მიჯაჭვული, მისთვის საკვები პროდუქტის საყიდლად გასვლაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან 24 საათი ჯაბას გვერდით ზის, რომელიც თვალებით ახვედრებს, რა უნდა... იმის ფინანსური სახსრებიც არ აქვს, რომ ჯაბას ექთანი დაუქირაოს და ნაწოლებზე უმკურნალოს. ეს ყველაფერი ფიზიკურ შრომას უკავშირდება. ფიზიკური შრომისგან ქალბატონი მანანა უკვე ძალიან "გატეხილია". ფაქტობრივად, არ სძინავს..."

"თქვენ მიერ ჩარიცხული მცირე თანხაც კი მისი ოჯახისთვის შვება იქნება:

"თიბისი ბანკი". საბანკო ანგარიში: GE26TB7447145061600017. მიმღები - მანანა გვასალია (დედა);

"ბილაინის" და "მაგთის" აბონენტებმა დარეკეთ: დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას - 0901 700 039;

პირადი ნომერი: +995 599 40 00 13 - მანანა გვასალია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი


მანანა
07 აგვისტო 2020 22:21
ღმერთო,რამდენჯერ გთხოვე,იმდენი მაინც მაშოვნინე ჩემი მარჯვენით,ვინც დახმარებას მთხოვს, იმას მაინც დავეხმაროთქო. რა ვქნა ახლა,რა გავაკეთო, როგორ ვთანაუგრძნობ ჯაბას დედას,რამდენს უძლებს ეს ქალი,ნუთუ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ამის ვალდებულება,რომ დაეხმაროს ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახს?!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 აგვისტო 2020 15:48
ღმერთო! ამ ტანჯვას დასასრული, ხომ უნდა ჰქონდეს?
ნუთუ ქვეყანას ერთი კაცის მოვლა არ შეუძლია? რომ მათი არსებობა, არსებობა და არა ცხოვრება, მოწყალებაზე არ იყოს დამოკიდებული? ვატყობ არა აქვთ არც სურვილი და არც ხალისი,. არც ეკლესიას, არც მეფეს და არც იმპერატორს! აბა ხმა იყოს მისაღები და ყურადღებას სარგებელი მოჰქონდეს რამე. როგორ დაფაცურდებოდნენ ნაცი, თუ ქოცი, მაჟორიტარი, თუ თოხის ტარი, ყველა პირველი იქნებოდა, პირველი, რადგან მეორეს ამ ქვეყნად, არანაირი ფასი არა აქვს...
რუსუდანი
07 აგვისტო 2020 11:41
ვაიმე როგორ მეცოდება ეს ბიჭი, გული მიკვდება:(((
ასეთი ახალგაზრდა ასეთ მდგომარეობაში, თან ამდენი წელი და ასე უიმედოდ.
ღმერთმა გადმოხედოს და უშველოს!!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები