"ჯაბა 12 წელია, კომაშია... დედამისს თვალებით ახვედრებს, რა უნდა..." - კვირის პალიტრა

"ჯაბა 12 წელია, კომაშია... დედამისს თვალებით ახვედრებს, რა უნდა..."

მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება: 12 წელია, ჯაბა კომაშია. მომღერლის დედამ ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა. შარშან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი - ჯაბას 80 წელს გადაცილებული ბებია (რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად, სუპერმარკეტებთან მოწყალებას ითხოვდა) ავტოკატასტროფას ემსხვერპლა... ჩვენ მომღერლის ოჯახის ახლობელი დაგვიკავშირდა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯაბა ბოჯგუას ამბავი შეახსენოს და თხოვნით მიმართოს...

გთავაზობთ ამონარიდებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ვცდილობთ, ჯაბა სცენაზე დავაბრუნოთ, ვწვალობთ, ხალხს დახმარებას ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს. 12 წელია, კომაშია..."

"დღემდე ემიგრანტების წყალობით მოვიდა, მაგრამ პანდემიამ მსოფლიოზე ძალიან ცუდად იმოქმედა და გლობალური კრიზისი გამოიწვია. ამის გამო, ახლა ყველას თავისი პრობლემა აქვს. ჯაბასთვის სათანადო დახმარების გაწევა ვეღარ ხერხდება. მე და ქალბატონი მანანა პოსტებს ყოველდღე ვაქვეყნებთ, რომ ემიგრანტებს ჯაბა შევახსენოთ, მაგრამ მათაც თავიანთი გასაჭირი აქვთ. რომ არ უჭირდეთ, სხვა ქვეყანაში ხომ არ გადაიხვეწებოდნენ?.."

"ქალბატონი მანანა სახლსაა მიჯაჭვული, მისთვის საკვები პროდუქტის საყიდლად გასვლაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან 24 საათი ჯაბას გვერდით ზის, რომელიც თვალებით ახვედრებს, რა უნდა... იმის ფინანსური სახსრებიც არ აქვს, რომ ჯაბას ექთანი დაუქირაოს და ნაწოლებზე უმკურნალოს. ეს ყველაფერი ფიზიკურ შრომას უკავშირდება. ფიზიკური შრომისგან ქალბატონი მანანა უკვე ძალიან "გატეხილია". ფაქტობრივად, არ სძინავს..."

"თქვენ მიერ ჩარიცხული მცირე თანხაც კი მისი ოჯახისთვის შვება იქნება:

"თიბისი ბანკი". საბანკო ანგარიში: GE26TB7447145061600017. მიმღები - მანანა გვასალია (დედა);

"ბილაინის" და "მაგთის" აბონენტებმა დარეკეთ: დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას - 0901 700 039;

პირადი ნომერი: +995 599 40 00 13 - მანანა გვასალია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 6 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი