თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.

"განვაგრძობ, სანამ FBI არ ჩაერთვება გამოძიებაში და არ დამიდასტურებს, რომ თავი მოიკლა ჩემმა შვილმა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის
გზების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები