მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მხულის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"