"500 კამერა რომ მიჰყვება და იყურება მოდელის სახით ყელმოღერილი...იაროს ფეხით, ავტობუსით, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არა"
"500 კამერა რომ მიჰყვება და იყურება მოდელის სახით ყელმოღერილი...იაროს ფეხით,  ავტობუსით,  წინასაარჩევნო  სიაფანდობით კი არა"
რა ნამუსით იხდის კალაძე ბოდიშებს, როცა თავისი მანქანით დადის! იაროს ფეხით, "მარშრუტკით", ავტობუსით, მეტროთი, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არა, 500 კამერა რომ მიჰყვება და ისე რომ იყურება, რაღაცნაირი მოდელის სახით ყელმოღერილი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა და საბურთალოს რაიონის მაჟრიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ელისაშვილი დედაქალაქის მერს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისკენ და პრობლემების რეალურად დანახვისკენ მოუწოდებს.

"ბოდიში რომ მოიხადა კარგია, მაგრამ რასაც ვიტყვი, ის არის ყველაზე
მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ვიქნებით ასე სიბრიყვის კეთების, ბოდიშის ხდის რეჟიმში - ვიდრე მერი, არამარტო თბილისის მერი, მისი მოადგილეები, გამგებლები, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი არ ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაგიგიათ ასეთი რამე? სანამ საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და მთელი საკრებულოს უსაქმური დეპუტატები არ ივლიან საზოგადოებრივი
ტრანსპორტით, "მარშრუტკით", ავტობუსით, მეტროთი, მანამდე ტრანსპორტი არ გამოსწორდება თბილისში. რა ნამუსით იხდის კალაძე ბოდიშებს, როცა თავისი მანქანით დადის?! იარე ფეხით, "მარშრუტკით", ავტობუსით, მეტროთი, წინასაარჩევნო სიაფანდობით კი არ იარო, ჩადიხარ და 500 კამერა რომ მოგყვება, ისე რომ იყურები რაღაცნაირი მოდელის სახით ყელმოღერილი, არამედ რეალურად ყოველდღე იარე და ნახავ, რა პრობლემებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში...როცა შენს ტყავზე ვერ გრძნობ პრობლემებს, ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც გააკეთა. იდგეს ახლა და იყაროს თავზე ნაცარი. იაროს კალაძემ მეტროთი, ფეხით, "მარშრუტკით" და ავტობუსით, მერე მართლა მიხვდება რა არის ამ ქალაქში გასაკეთებელი", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ნოდარი
07 აგვისტო 2020 18:03
მართალი კაცი ხარ, ალეკო, მაგრამ მგლის თავზე სახარებას კითხულობ.
ბუგუნ
07 აგვისტო 2020 09:47
ასე უკმაყოფილო ყველაფერზე შეიძლება?რა ხდება? ნეტავ შენ რას გააკეთებდი?ცხვირს იქით არ იხედები?

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები