ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"