"მადლობა უფალს" - რას წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მადლობა უფალს" - რას წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში?

როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელშ წერს, გოგი თოფაძის შვილიშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

"დღეს ლევან თოფაძეს საავადმყოფოდან გაწერენ. მადლობა უფალს", - წერს ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - რას ამბობს გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?