გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს - კვირის პალიტრა

გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

გოგი თოფაძის შვილიშვილმა ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თოფაძის მკურნალმა ექიმმა ადამ ადამიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.