"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი..." - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი..." - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია სოციალურ ქსელში?

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რიტა ზურაბაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს. გარდაცვლილი პროგრამისტის ბებია წერს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია 5 წლის წინ დატოვა.

"მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?! ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!", - წერს რიტა ზურაბაშვილი. (წყარო)

იხილეთ ასევე: "თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე"