"რო­დე­საც შე­ვი­ტყვე თა­მუ­ნას და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ჩემი ძა­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე ხა­ი­შისკენ" - ვინ არის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი მიშო ია­კო­ბი­ძე?
"რო­დე­საც შე­ვი­ტყვე თა­მუ­ნას და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ჩემი ძა­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე ხა­ი­შისკენ" - ვინ არის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი მიშო ია­კო­ბი­ძე?
თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი მიშო ია­კო­ბი­ძე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­კი­თხეს. რო­გორც უწყე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია მას­სა და 23 წლის პროგ­რა­მისტს შო­რის 12 ივ­ლისს შედ­გა.

ასე­ვე აღ­წე­რა, რო­დის და­ი­წყო და­კარ­გუ­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ძებ­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით.

"ორ­შა­ბათს, რო­დე­საც მე შე­ვი­ტყვე თა­მუ­ნას და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ჩემი ძა­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე ხა­ი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ სა­დაც კა­მე­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ვი­ტყვე და გა­ვე­მარ­თე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ეჭ­ვო ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე. იმა­ვე დღეს დავ­ბრუნ­დი უკან.
მე­ო­რე დღეს გა­ვე­მარ­თე გოლ­თე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქაც ვე­ძებ­დი, ვე­რა­ფე­რი ვერ ვნა­ხე სა­ეჭ­ვო" - აღ­ნიშ­ნა ია­კო­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ სა­ი­დან იც­ნობს ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძეს, ია­კო­ბი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

"ბა­ჩა­ნაც ასე­ვე ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო და აქე­დან გვქონ­და შე­ხე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. თა­მარ­მა ბო­ლოს 12 ივ­ლისს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ლო­ცა, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე,
მო­ვი­კი­თხე და მეტი არა­ფე­რი" - გა­ნა­ცხა­და ია­კო­ბი­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიშო ია­კო­ბი­ძის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ მი­ა­წო­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ია­კო­ბი­ძე ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს კარ­გად იც­ნობ­და და გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მისი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?