ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა - იგი ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.