"ვლოცულობთ, რომ გამთლიანდეს საქართველო, აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან"
"ვლოცულობთ, რომ გამთლიანდეს საქართველო, აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან"
მუხათგვერდის ძმათა სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა.

მღვდელმთავარმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა. საერთოდ, ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები.

დღეს ჩვენ ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ,
რომ მოგვარდეს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, გამთლიანდეს საქართველო და აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ, რომ მათი გაღებული სისხლი, მათი ცხოვრება ყოფილიყოს საწინდარი
ჩვენი ერის გამთლიანებისა, ეს ყოფილიყოს ჩვენი ნუგეში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი",- განაცხადა მეუფე შიომ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები