"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - რას ამბობენ მეზობლები ფონიჭალაში მომხდარზე, სადაც 1 წლის ბავშვი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - რას ამბობენ მეზობლები ფონიჭალაში მომხდარზე, სადაც 1 წლის ბავშვი მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა

ფონიჭალაში 1 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ შემთხვევის დროს მშობლები სახლში იყვნენ, თუმცა ეძინათ.

"მშობლები ღამენათევები იყვნენ... მუშაობენ, მათ ვერ დავადანაშაულებთ. ყურადღება არ მოკლებია, უბრალოდ ასე მოხდა, უბედური შემთხვევა იყო. ორი დღეში ერთი წლის ხდებოდა".

საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო