ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
09-08-2020
ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დამსვენებლებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, დაინფიცირებული მკურნალობის მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, 7 აგვისტოს გაგრაში ნათესავებთან ჩავიდა. ყველა მათგანი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ დღეს ვირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, ვისაც კოვიდ-19 დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები