კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე?
კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსით დღეს დაინფიცირდა, ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" განმარტა, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებისა, რომ სამედიცინო პერსონალს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავა, ეს წესი მაინც დაირღვა.

"სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც
დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პიროვნება მუშაობდა,
ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება",-განმარტა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამედიცინო დაწესებულებებში ზომების გამკაცრება, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ რადგან მედიკოსების მხრიდან რამდენიმე ადგილზე მუშაობის წესი ირღვევა, შესაძლოა, ამ მხრივ რეგულაციები გამკაცრდეს.

"ზომები უკვე გამკაცრებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, რომ არ არის დასაშვები სამედიცინო პერსონალის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს. ამის მიუხედავად, მაინც ირღვევა ეს წესი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამკაცრდება ამ მხრივ რეგულაციები", - განმარტა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები