ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი მოათავსეს. პაციენტი მესტიიდან არის.ასაკოვან ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები აქვს.ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს."ინტერპრესნიუსი"