მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის წყაროს განმარტავს - კვირის პალიტრა

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის წყაროს განმარტავს

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე თქმით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.

"დაგვემატა 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1250-ია ახლა დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და გახდა 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევა და პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების 81%-ია. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, გამოგვიჯანმრთელდა 7 პაციენტი, დაგვემატა გუშინ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია როგორც თვითონ კოვიდ-19-ის მიმდინარეობით, ასევე თან არსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, პროგრესირება კლინიკაში შემოსვლის დღიდან არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის ძირითადად,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო